"ის წააქციეს და ხელბორკილები დაადეს. როგორ მდგომარეობაშია ახლა, არავინ იცის" - რა ვიდეოს ავრცელებს ლიზა იასკო - კვირის პალიტრა

"ის წააქციეს და ხელბორკილები დაადეს. როგორ მდგომარეობაშია ახლა, არავინ იცის" - რა ვიდეოს ავრცელებს ლიზა იასკო

უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის ფაქტზე საუბრობს, შეშფოთებას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების გავლენით, ექსპრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი იქნება:

"მიხეილ სააკაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გორის ჰოსპიტლიდან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის წააქციეს და ხელბორკილები დაადეს. როგორ მდგომარეობაშია ახლა, დაკარგა თუ არა გონება, არავინ იცის. ეს ყველაფერი ღამით გაკეთდა, როცა ყველას სძინავს. ღამეა უკრაინაშიც, ევროპის ქვეყნებში კი საშობაო არდადეგებია. ეს კეთდება იმისთვის, რომ ამ ქმედებაზე არ იყოს სწრაფი რეაქცია. აბსურდია იმის მტკიცება, რომ ის ჯანმრთელია. ვიცი, რომ ის ფეხზე ვერ დგდებოდა და ძალზე ცუდ მდგომარეობაში იყო.

იმედი მაქვს, რომ იმ პოზიციის გავლენით, რომელიც უკრაინას და საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს, ჩვენ შევძლებთ მიხეილ სააკაშილის სიცოცხლის გადარჩენას", - ამბობს ლიზა იასკო ვიდეოში.