ქუთაისში, შეჯახების შემდეგად ავტომობილი დაიწვა - კვირის პალიტრა

ქუთაისში, შეჯახების შემდეგად ავტომობილი დაიწვა

ქუთაისში, გაზგასამართი სადგურის მიმდებარედ ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი დაიწვა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის ჯგუფები არიან მობილიზებული.