"ბავშვობაში "სახლობანას“ ვთამაშობდით, ოპოზიციამ დაიწყო "საკრებულოს სხდომობანას“ თამაში" - ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - კვირის პალიტრა

"ბავშვობაში "სახლობანას“ ვთამაშობდით, ოპოზიციამ დაიწყო "საკრებულოს სხდომობანას“ თამაში" - ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე

"ჩვენ ასეთ სხდო­მებს არ და­ვეს­წრე­ბით. მახ­სოვს ბავ­შვო­ბა­ში "სახ­ლო­ბა­ნას“ ვთა­მა­შობ­დით, ამათ და­ი­წყეს "საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მო­ბა­ნას“ თა­მა­ში, - ამის შე­სა­ხებ ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლო­ში ფრაქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე თენ­გიზ აფხა­ზა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და და ახ­სნა, რა მი­ზე­ზე­ბის გამო არ მი­ვიდ­ნენ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ოპო­ზი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე უარს აცხა­დებს, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის“ მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი კი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია.

"ცნო­ბი­ლია, რომ ჩვენს გა­რე­შე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა. მათი გუნ­დი აცხა­დებს, რომ ჩვენ­თან არა­ნა­ირ სა­კი­თხზე არ დას­ხდე­ბი­ან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. ამ სხდო­მა­ზე მის­ვლას აზრი არ აქვს, მათ შო­რის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლია მი­ღე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის გა­უქ­მე­ბის მო­თხოვ­ნა. ჩვენ არც ამ თა­მაშ­ში მი­ვი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ქა­ლაქ­ში კრი­ზისს არ შევ­ქმნით,“ - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ აფხა­ზა­ვამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა კვო­რუ­მის არარ­სე­ბო­ბის გამო ვერ ჩა­ტარ­და. სხდო­მას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბი არ და­ეს­წრნენ.

რე­გის­ტრა­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ 8, გა­ხა­რი­ას პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ 1 და "ლელო სა­ქარ­თვე­ლო­დან“ 1-მა წევ­რმა გა­ი­ა­რა.

სხდო­მა ოპო­ზი­ცი­ის მოწ­ვე­ვით ჩა­ი­ნიშ­ნა. დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩე­ვა და 2022 წლის ბი­უ­ჯე­ტის ბა­თი­ლად ცნო­ბა იყო.

საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის ასარ­ჩე­ვად 35 წევ­რი­დან 18 წევ­რის ხმაა სა­ჭი­რო.