2021 წლის 11 სკანდალური ამბავი, რომელზეც საზოგადოება ყველაზე დიდხანს საუბრობდა - კვირის პალიტრა

2021 წლის 11 სკანდალური ამბავი, რომელზეც საზოგადოება ყველაზე დიდხანს საუბრობდა

2021 წელს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თემა ისევ კო­რო­ნა­ვირუ­სი და პან­დე­მია იყო, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე­დი­ა­ში ყვი­თე­ლი და სკან­და­ლუ­რი ამ­ბე­ბი არ გვაკ­ლდა. რამ­დე­ნი­მე თე­მამ თა­ვი­სი აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბით პან­დე­მი­აც კი გა­და­ფა­რა. შე­ვე­ცა­დეთ შეგ­ვეკ­რი­ბა გა­სუ­ლი წლის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ამ­ბე­ბი, რა­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს სა­უბ­რობ­და...

ბესო ზან­გუ­რი და ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლი

გა­მორ­ჩე­უ­ლად სკან­და­ლუ­რი წელი ორი მსა­ხი­ო­ბის ბესო ზან­გუ­რი­სა და ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში გახ­ლდათ. ნი­ნუ­ცამ ია ფა­რუ­ლა­ვას გა­და­ცე­მა „ფა­რულ კონ­ვერ­ტში“ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მარ­თა­ლია წყვი­ლი 11 წლის წინ და­შორ­და და სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ, ნი­ნუ­ცას აღი­ა­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის მან­ძილ­ზე მე­დი­ა­ში უამ­რა­ვი გა­და­ცე­მა მი­ე­ძღვნა მომ­ხდარს, კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თეს ცნო­ბილ­მა სა­ხე­ებ­მა, ზოგ­მა თა­ვა­დაც აღი­ა­რა, რომ ისი­ნიც იყ­ვნენ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლნი. ბესო ზან­გუ­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა ყვე­ლა რო­ლი­დან მოხ­სნა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ლიზა იას­კო

შო­კის­მომ­გვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მო­უ­ლოდ­ნე­ლი დაბ­რუ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ მისი და­კა­ვე­ბა. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის ღა­მეს კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი­დევ ერთი სი­უპ­რი­ზი ელო­და. უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა ლიზა იას­კომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ ის და ლიზა იას­კო უკვე დიდი ხა­ნია ერთ ოჯა­ხად ცხოვ­რობ­დნენ. მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ყო­ფილ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ, სან­დრა რუ­ლოსვსმა, მე­დი­ამ კი­თხვე­ბი და­უს­ვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მშობ­ლებ­საც. აღ­მოჩ­ნდა, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ახა­ლი გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ, არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და. დღეს ლიზა უკვე სა­აკშ­ვი­ლის დე­დის გვერ­დით ჩნდე­ბა და მე­დი­ა­ში მას ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ცო­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე და და­ვით კო­დუა

წლის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი წყვი­ლი აღ­მოჩ­ნდა ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძი­სა და და­ვით კო­დუ­ას წყვი­ლი. კო­დუა გა­ზა­ფხულ­ზე ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს, ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, ის მე­უღ­ლე­სა და შვილს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი მო­დელ­მა და ტე­ლე­წამ­ყვან­მა ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში პირ­ვე­ლად თქვა, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი და­ვით კო­დუა იყო და მას­თან ჯვრის­წე­რა­საც აპი­რებ­და. მალე ალექ­სან­დრა ექ­ვსი თვის ორ­სუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და წყვილს ერთი თვის წინ სა­ერ­თო შვი­ლი, გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ.

მიშა ან­დღუ­ლა­ძის პი­რა­დი

კო­მე­დი შოუს მსა­ხი­ობ­მა წელს წიგ­ნი და­წე­რა, მაგ­რამ რო­მან­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა. ან­დღუ­ლა­ძემ ჯერ ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბა­ზე ისა­უბ­რა, რო­გორ უს­წორ­დე­ბო­და მისი ძმა ფი­ზი­კუ­რად მა­მა­მისს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ყო­ფილ ცოლ­თან და­შო­რე­ბა­ზე სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. იუ­მო­რის­ტმა ღიად ილა­პა­რა­კა, რომ ცოლი ღა­ლა­ტობ­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს შე­თან­ხმე­ბა თა­ვი­დან­ვე ჰქონ­დათ და­დე­ბუ­ლი, ამას ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და. სკან­და­ლი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­დი­ა­ში იუ­მო­რის­ტის ძმი­სა და დე­დის ინ­ტერ­ვიუ გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც ისი­ნი ყვე­ბი­ან, მიშა თვი­თონ ღა­ლა­ტობ­და ცოლს. წყვილს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი - 12 წლის ვაჟი ჰყავს.

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი და კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ლაშა ბა­რა­თე­ლი

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა მე­ო­რე ქმარ­თან, ირაკ­ლი ნა­ნა­ძეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ბედი თურ­ქეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ კა­ნო­ნი­ერ ქურდ ლაშა ბა­რა­თელს და­უ­კავ­ში­რა. გააგრძელეთ კითხვა