"წყლის და შუქის გარეშე ვართ... სამაგიეროდ, აფხაზი მამაკაცები ყველა სახეობის იარაღით გააწითლებენ ცას" - როგორ ხვდებიან ახალ წელს ოკუპირებულ რეგიონებში? - კვირის პალიტრა

"წყლის და შუქის გარეშე ვართ... სამაგიეროდ, აფხაზი მამაკაცები ყველა სახეობის იარაღით გააწითლებენ ცას" - როგორ ხვდებიან ახალ წელს ოკუპირებულ რეგიონებში?

"ახა­ლი წელი - ძვე­ლი და უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი" - ასე აფა­სებს ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა დამ­დეგს. ყვე­ლა­ზე ძნე­ლად იმის შე­გუ­ე­ბა უჭირთ, რომ ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე, ან არას­ტა­ბი­ლუ­რი გრა­ფი­კით შეხ­ვდე­ბი­ან...

მძი­მე სო­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებს ემა­ტე­ბა კო­ვიდ-პან­დე­მია. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თქმით, კო­ვიდს რე­გი­ონ­ში 500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი რე­გუ­ლა­ცი­ებს არ იცა­ვენ.

აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­საზ­რე­ბით, მათ თა­ვი­ან­თი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე ატყუ­ებს და რაც მთა­ვა­რია, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გა­ყო­ფას აჩ­ვევს.

"ეს ბოლო წლებ­ში, ყვე­ლა­ზე დიდი ტრა­გიზ­მია, მაგ­რამ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ში ჩა­ძი­რუ­ლებს, სხვა რა­მე­ზე ფიქ­რის­თვის არ სცა­ლი­ათ" - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, Апсадгьыл-инфо -მ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რუს ოლი­გარ­ქს ბიჭ­ვინ­თა­ში, 45 ჰა მი­წის ნაკ­ვე­თი აქვს ნა­ყი­დი, სა­დაც სას­ტუმ­რო­სა და მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი აპარ­ტა­მენ­ტის Москва Резорт-ის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავს. ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის ბეს­ლან კუპ­რა­ვას გან­ცხა­დე­ბით, მსგავ­სი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა, რად­გან "ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მი­წის უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის­თვის მი­ყიდ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა".

მი­სი­ვე თქმით, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­ხელ­მწი­ფო და­გეგ­მა­რე­ბის კო­მი­ტე­ტის და­უმ­თავ­რე­ბე­ლი პან­სი­ო­ნის კომ­პლექ­სის სა­კუთ­რე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. 2006 წელს, პარ­ლა­მენ­ტმა სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ნო­ნი მი­ი­ღო, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, და­უმ­თავ­რე­ბე­ლი პან­სი­ო­ნა­ტი მოს­კო­ვის მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყოფ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­და­ე­ცა სა­კუთ­რე­ბა­ში. მა­შინ მოს­კო­ვის მერი იური ლუჟ­კო­ვი იყო, რო­მელ­საც აფხა­ზე­თის გა­მორ­ჩე­ულ ად­გი­ლებ­ზე ეჭი­რა თვა­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ნა­წი­ლი ამას ლუჟ­კო­ვის აფხა­ზე­თის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით ხსნი­და, ზოგი კი, მის ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სებს უკავ­ში­რებ­და.

"ამ­ჟა­მად პან­სი­ო­ნის შე­ნო­ბა ჩა­მონ­გრე­უ­ლია... პრო­ცე­სე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ იქ მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა ვერ აშენ­და და ვერც ეკო­ნო­მი­კუ­რი პრო­ექ­ტი აშენ­და. ახლა იქა­უ­რო­ბა ნან­გრე­ვე­ბით არის სავ­სე" - ამ­ბობს კუბ­რა­ვა.

"მო­რი­გი იმედ­გაც­რუ­ე­ბი­სა და ად­გილ­ზე ტკეპ­ნის წელი... სა­მა­გი­ე­როდ, აფხა­ზი მა­მა­კა­ცე­ბი ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის და მო­დე­ლის ია­რაღს გა­მო­ი­ტა­ნენ და აფხა­ზე­თის ცას კი­დევ ერთხელ გა­და­ა­წით­ლე­ბენ" - წერს ელია ჩან­გე­ლია.

"ვი­ღა­ცე­ბი ქვეყ­ნის შიგ­ნით თუ გა­რეთ, ისევ და ისევ მდიდ­რდე­ბი­ან მა­ი­ნინ­გის ბიზ­ნე­სით, ჩვენ ვის ვა­დარ­დებთ, უშუ­ქოდ და უწყლოდ ვართ, ასე იქ­ნე­ბა ახა­ლი წლის ღა­მე­საც, 2022 წელ­საც არ ვე­ლო­დე­ბით რა­ი­მე ცვლი­ლე­ბებს" - მი­აჩ­ნია კი­დევ ერთ ად­გი­ლობ­რივს ნელი ბგან­ბას. განაგრძეთ კითხვა