უკრაინაში საავადმყოფოში გარდაცვლითა სულების მოსახსენიებლად ანთებულმა სანთლებმა ხანძარი გამოიწვია, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

უკრაინაში საავადმყოფოში გარდაცვლითა სულების მოსახსენიებლად ანთებულმა სანთლებმა ხანძარი გამოიწვია, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინაში, ქალაქ კოსივში მდებარე საავადმყოფში ხანძარი გაჩნდა, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, 4-მა პირმა კი მძიმე დამწვრობა მიიღო. მედიის ინფორმაციით, კლინიკაში ხანძრის გაჩენა კორონავირუსით გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად სანთლების ჟანგბადის კონდენსატორთან ახლოს ანთებამ გამოწვია.

როგორც ცნობილია, სამივე გარდაცვლილი პაციენტი იყო, დაშავებულებს შორის კი 3 ექიმია.