ცნობილების ორსულობა, გრანდიოზული ქორწილი, მესი და "ბარსელონა", ანუ რომელი იყო "ინსტაგრამის" ყველაზე პოპულარული პოსტი? - კვირის პალიტრა

ცნობილების ორსულობა, გრანდიოზული ქორწილი, მესი და "ბარსელონა", ანუ რომელი იყო "ინსტაგრამის" ყველაზე პოპულარული პოსტი?

წლის ბოლოს, ტრადიციულად, სოციალური ქსელები მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული პოსტების ათეულს აქვეყნებენ. ყველასათვის ცნობილმა სოციალურმა ქსელმა "ინსტაგრამმა" ტოპ-10 ყველაზე პოპულარული პოსტი გამოაქვეყნა, რომელთაც, ქსელში მილიონობით მოწონება დაიმსახურეს.

სიის პირველი ადგილი ფეხბურთელის, კრიშტიანო რონალდოს პოსტმა დაიკავა. სპორტსმენმა ფოტო გამოაქვეყნა და საზოგადოებას აცნობა, რომ მისი მეუღლე ტყუპს ელოდება. ფოტომ 32 მილიონზე მეტი მოწონება დაიმსახურა.

ronaldo-1640857262.jpg

"ჩვენ ბედნიერები ვართ გაცნობოთ, რომ ტყუპს ველოდებით, ჩვენი გულები ახლა სიყვარულითაა სავსე" - დაწერა სოციალურ ქსელში ფეხბურთელმა.

მეორე ადგილს ბრიტანელი მომღერალი არიანა გრანდე იკავებს. ფოტო მომღერლის ქორწილში გადაიღეს, მას 26 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.

qorw-1640857261.png

სიის მესამე ადგილს ამერიკელი მოდელი კაილი ჯენერი იკავებს, რომელმაც საზოგადოებას ორსულობის შესახებ უამბო.

ინსტაგრამის ტოპ-10 ყველაზე პოპულარულ პოსტში მოხვდა ცნობილი ფეხბურთელი ლიონელ მესი, რომელმაც საზოგადოებას საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენში გადასვლა აცნობა.

mesi-1640857261.png

ასევე, ცნობილი მსახიობის - ტომ ჰოლანდისა და მომღერალ სენდაიას ფოტო, სადაც ჰოლანდს მისი პერსონაჟის, "ადამიანი ობობას" ფორმა აცვია.

spider-1640857262.jpg