"მედავება იმას, რომ მე ვითომ დილაუთენია გავუგზავნე დამეგობრება, თუ მოწონება" - ასმათ დვალიშვილი გოგი წულაიას ისევ უჩივის - კვირის პალიტრა

"მედავება იმას, რომ მე ვითომ დილაუთენია გავუგზავნე დამეგობრება, თუ მოწონება" - ასმათ დვალიშვილი გოგი წულაიას ისევ უჩივის

გოგი წუ­ლა­ი­ას ას­მათ დვა­ლიშ­ვი­ლი კვლავ უჩი­ვის. "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დვა­ლიშ­ვილ­მა წუ­ლა­ი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­ვო­ბის გამო უჩივ­ლა.

გოგი წუ­ლა­ია უარ­ყოფს ბრალ­დე­ბას და ამ­ბობს, რომ ას­მათ დვა­ლიშ­ვი­ლის­თვის "ფე­ის­ბუქ­ში" მე­გობ­რო­ბის თხოვ­ნა არ გა­უგ­ზავ­ნია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად კი ტე­ლე­ფონ­ზე შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვს.

"მე­და­ვე­ბა იმას, რომ მე ვი­თომ 16 დე­კემ­ბერს 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე დი­ლა­უ­თე­ნია გა­ვუგ­ზავ­ნე და­მე­გობ­რე­ბა, თუ მო­წო­ნე­ბა, რა­ღაც "ფე­ის­ბუქ" აქ­ტი­ვო­ბა შე­ვას­რუ­ლე, რა­მაც თურ­მე იმოქ­მე­და მის ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს", - ამ­ბობს წუ­ლა­ია.

ცნო­ბის­თვის, "ახა­ლი ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის" თავ­მჯდო­მა­რეს, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოსს გოგი წუ­ლა­ი­ას აქამ­დე ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლით ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი, რაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა წუ­ლა­ია 19 მარტს და­ა­კა­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ლა­ი­ამ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ნაც­ნობ ქალ­ზე იძა­ლა­და.

წუ­ლა­ია პა­ტიმ­რო­ბი­დან პირ­ველ ივ­ლისს, 6 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.