"მაფიოზურმა დაჯგუფება "ოცნებამ" დამოუკიდებლობის უკანასკნელი შუქი ჩააქრო მართლმსაჯულების სისტემაში!" - კვირის პალიტრა

"მაფიოზურმა დაჯგუფება "ოცნებამ" დამოუკიდებლობის უკანასკნელი შუქი ჩააქრო მართლმსაჯულების სისტემაში!"

მაფიოზურმა დაჯგუფება "ოცნებამ" დამოუკიდებლობის უკანასკნელი შუქი ჩააქრო მართლმსაჯულების სისტემაში! - ასე გამოეხმაურა წინასაახალწლოდ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, კანონპროექტების ავტორი დეპუტატები "აუცილებლად შევლენ ისტორიაში დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის მტრების სახელით“.

"მოქალაქეები შიშველი ხელებით დატოვა მოხელეთა/სამართალდამცავთა ძალადობასთან! მწვანე შუქი აუნთო ადამიანებზე ძალადობას, წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას! მთავარი ის კი არ არის ერთის ნაცვლად 2 იქნება, 3 თუ 4 უწყება. მთავარი ის არის, რომ აღარ იარსებებს მოქალაქეებზე ძალადობის პრევენციის უკანასკნელი დამოუკიდებელი უწყება. ამ ყველაფერს აუცილებლად ვიგრძნობთ 2022 წლიდან.

2022 წლიდან მთელი სიმწვავით შევიგრძნობთ რამხელა ნაბიჯი გადადგა "ოცნებამ" ავტორიტარიზმისკენ ჩვეულ სტილში - დემოკრატიის, ევროპული ღირებულებების და კანონის უზენაესობის სახელით.

წინასაახალწლოდ დაინიცირებული კანონპროექტების ავტორი დეპუტატები კი აუცილებლად შევლენ ისტორიაში დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის მტრების სახელით", - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.