"ბატონო ლაშა, ნუ იქნებით ამ ჯოჯოხეთური მანქანის იარაღი... სანდრო ამა­ყობ­და, რომ თქვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე იყო" - რას წერს აზარტული თამაშების მსხვერპლის დედა - კვირის პალიტრა

"ბატონო ლაშა, ნუ იქნებით ამ ჯოჯოხეთური მანქანის იარაღი... სანდრო ამა­ყობ­და, რომ თქვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე იყო" - რას წერს აზარტული თამაშების მსხვერპლის დედა

ნინო ლო­ლა­ძე, რომ­ლის შვი­ლი, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ოპე­რა­ტო­რი სან­დრო ბე­რა­ძე აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მსხვერ­პლი გახ­და, მი­მართ­ვას აქ­ვეყ­ნებს.

ის პრე­მი­ერს აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის. ასე­ვე მი­მარ­თავს ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს, რომ­ლებ­მაც კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბას სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ პი­რა­დად ის სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი­სა­გან დიდ გვერ­დში დგო­მას გრძნობს.

"გა­მარ­ჯო­ბა, მე აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მსხვერ­პლის "პირ­ვე­ლი არ­ხის" ოპე­რა­ტო­რის სან­დრო ბე­რა­ძის დედა ვარ - ნინო ლო­ლა­ძე. პირ­ვე­ლად გა­დავ­წყვი­ტე სა­ჯა­როდ და­მე­წე­რა და გა­მემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა ჩემი გან­ცდე­ბი. პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერს, ბა­ტონ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­მელ­მაც წა­რად­გი­ნა კა­ნო­ნი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლა და მხა­რი და­უ­ჭი­რა. ამით ბევრ ოჯახს გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი ჩა­ე­სა­ხა. რამ­დე­ნი შვილმკვდა­რი დედა წლე­ბის მან­ძილ­ზე ელო­და, რომ ბო­ლოს­და­ბო­ლოს ვინ­მე და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და ამ სა­ზა­რელ მკვლელ მან­ქა­ნას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან და არ­გუ­მენ­ტად ასა­ხე­ლე­ბენ კა­ზი­ნო­ე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბის მიერ სპორ­ტის და სპორ­ტსმე­ნე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას.

გა­სა­გე­ბია, რომ ეს და­ფი­ნან­სე­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა ჩვენ­მა ძლი­ერ­მა და გა­მორ­ჩე­ულ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა უმაღ­ლეს შე­დე­გებს მი­აღ­წი­ონ, თავი ისა­ხე­ლონ და ჩვენც გვა­სა­ხე­ლონ, მაგ­რამ ნუთუ ნორ­მა­ლუ­რია, რომ ქარ­თუ­ლი სპორ­ტი და სპორ­ტსმე­ნე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც სხვა მა­სობ­რი­ვად გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი კა­ზი­ნო­ე­ბის იმე­დად იყ­ვნენ? ათა­სო­ბით ამ ვი­თომ­და ბიზ­ნეს­მა ხომ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა, ასი ათა­სო­ბით ოჯა­ხი გა­ა­ნად­გუ­რა... იმ და­ღუ­პულ ადა­მი­ან­თა შო­რი­საც იქ­ნებ რამ­დე­ნი ტა­ლან­ტი და­ი­კარ­გა, იქ­ნებ რამ­დენს ჩა­უკ­ვდა ოც­ნე­ბა და მი­ზა­ნი? რომ არა ეს მკვლე­ლი აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი, იქ­ნებ ჩვე­ნი შვი­ლე­ბიც გა­მო­ავ­ლენ­დნენ თა­ვის ნი­ჭ­სა და უნა­რებს?

აქვე მინ­და ბა­ტონ ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს მივ­მარ­თო. იქ­ნებ გა­გახ­სენ­დეთ პირ­ვე­ლი არ­ხის ოპე­რა­ტო­რი სან­დრო ბე­რა­ძე, რო­მე­ლიც თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბის უშუ­ა­ლო მოწ­მე და დიდი მხარ­დამ­ჭე­რი იყო. მან გა­მო­ი­ჩი­ნა დიდი სურ­ვი­ლი და თა­ვად მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თქვე­ნი ას­პა­რე­ზო­ბის გა­შუ­ქე­ბა­ში. თქვენ თუ არა, მე და მის მე­გობ­რებს კარ­გად გვახ­სოვს, რო­გორ ხა­რობ­და და ამა­ყობ­და თქვე­ნი რე­კორ­დე­ბით და იმით, რომ თქვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე იყო! სან­დროც მთე­ლი შე­მარ­თე­ბით იბ­რძო­და აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მო­უ­რი­დებ­ლად, ღიად გა­მო­დი­ო­და და აკე­თებ­და გან­ცხა­დე­ბებს, რომ რო­გორ­მე თა­ვი­სი თა­ვიც გა­და­ერ­ჩი­ნა და სხვა მის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნიც. სან­დროს ძა­ლი­ან ბევ­რი გეგ­მა ჰქონ­და ცხოვ­რე­ბა­ში.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი, პირ­ველ რიგ­ში რეკ­ლა­მე­ბის აკ­რძალ­ვას გა­ნი­ხი­ლავ­და, მაგ­რამ ვერ მო­ას­წრო, მას არ დას­ცალ­და. ამ ომში სან­დრო და­მარ­ცხდა. მას ნერ­ვებ­მა უმტყუ­ნა, ვერ მო­ე­რია ამ სა­ზა­რელ მან­ქა­ნას ვერც თა­ვი­სით და ვე­ღარც მკურ­ნა­ლო­ბით, რად­გან აზარტდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მძი­მე ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბაა, სე­რი­ო­ზუ­ლი ადიქ­ცი­აა და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მძი­მე სენს ცა­რი­ე­ლი ხე­ლე­ბით ებ­რძვი­ან. მათ არა­ვინ უდ­გას გვერ­დით, არც ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და არც ის, ვინც ვალ­დე­ბუ­ლია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ტო­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან და მთე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ფი­ნან­სე­ბის­კე­ნაა გა­დახ­რი­ლი. აქ ფული უპი­რის­პირ­დე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას, სი­ცო­ცხლეს და მო­მა­ვალს. სან­დროც მათ შო­რის აღ­მოჩ­ნდა.

მან ეს სი­მარ­ტო­ვე და უძ­ლუ­რე­ბა გა­აც­ნო­ბი­ე­რა, და­მარ­ცხდა, რის გა­მოც სა­კუ­თა­რი თავი შეს­ძულ­და და სი­ცო­ცხლე სა­ბა­დუ­რის ტყე­ში და­ას­რუ­ლა. მან თა­ვი­სი ბოლო თხოვ­ნა, რო­მე­ლიც 112-ის ოპე­რა­ტორს უთხრა, მთელ ქვე­ყა­ნას დაგ­ვი­ტო­ვა. ჩვენ ხუთი დღის შემ­დეგ ვი­პოვ­ნეთ სან­დროს ცხე­და­რი და მას შემ­დეგ მე და მთე­ლი მისი სა­მე­გობ­რო ვიბ­რძვით. ჩვენ არ გავ­ჩერ­დე­ბით. თქვენ კი შე­გიძ­ლი­ათ ამ ორ ფა­სე­უ­ლო­ბას შო­რის გა­ა­კე­თოთ არ­ჩე­ვა­ნი, თქვე­ნი ნე­ბაა... გთხოვთ ბა­ტო­ნო ლაშა ნუ იქ­ნე­ბით ია­რა­ღი ამ ჯო­ჯო­ხე­თუ­რი მან­ქა­ნის, ჩვენ ყო­ველ­თვის ვი­ა­მა­ყებთ თქვე­ნით.

აკი ამ­ბობ­დით ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სიყ­ვა­რულს არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბაო და და­ფიქ­რდით, რომ წახ­ვი­დეთ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის სი­ცო­ცხლის ხარ­ჯზე ის ფასი ექ­ნე­ბა თქვენს გა­მარ­ჯვე­ბებს, რაც აქამ­დე ჰქონ­და? მე­ტად თავს აღარ შე­გა­წყენთ, წი­ნას­წარ გი­ლო­ცავთ ყვე­ლას დამ­დეგ ახალ წელს და მად­ლო­ბე­ლი ვარ ამ ბრძო­ლის და­წყე­ბის­თვის, რო­მე­ლიც უკვე სხვე­ბის გა­დარ­ჩე­ნას ჭირ­დე­ბა და ემ­სა­ხუ­რე­ბა. პა­ტი­ვის­ცე­მით სან­დრო ბე­რა­ძის დედა ნინო ლო­ლა­ძე. P.S. 1 იან­ვა­რი სან­დროს და­ბა­დე­ბის დღეა ,ის 32 წლის გახ­დე­ბო­და" - წერს ნინო ლო­ლა­ძე.

270041246-4813089445418990-938773096037503792-n-1640929659.jpg

29 წლის ბე­რა­ძე, რო­მე­ლიც აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ის 4-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ცხვა­რი­ჭა­მი­ას ტყე­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.