"პრეზიდენტ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას, ქართველ თანამდებობის პირებს კი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთარი მოქალაქეების მიმართ" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას, ქართველ თანამდებობის პირებს კი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთარი მოქალაქეების მიმართ"

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელ Twitter-ზე საქართველოს შესახებ წერს და 2021 წელს აჯამებს.

ფოტიგას შეფასებით, 2021 წელი საქართველოსთვის "ძალიან რთული“ იყო.

"2021 საქართველოსთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. დამდეგ შობა-ახალ წელს საქართველოს გადაედგას დიდი ნაბიჯი ევროპისკენ და მოეტანოს მეტი ურთიერთგაგება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. პრეზიდენტ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და თავისუფლებას, ქართველ თანამდებობის პირებს კი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას, საკუთარი მოქალაქეების მიმართ“, - წერს ევროპარლამენტარი.

"ინტერპრესნიუსი"