"სააკაშვილმა და­ი­ნა­ხა, რო­გორ ააგ­დეს გო­ი­მი­ვით, ჩა­მო­იყ­ვა­ნეს..." - რას წერს გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა და­ი­ნა­ხა, რო­გორ ააგ­დეს გო­ი­მი­ვით, ჩა­მო­იყ­ვა­ნეს..." - რას წერს გია ხუხაშვილი

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცუ­დად ყოფ­ნის უმ­თავ­რე­სი მი­ზე­ზი მის მიერ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბია. ექ­სპერ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლეს რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა.

"ჩემი აზ­რით, თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი დეპ­რე­სი­ა­შია, ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი არა მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, ან ცი­ხე­ში ჯდო­მა, არა­მედ დაშ­ვე­ბუ­ლი ფა­ტა­ლუ­რი შეც­დო­მის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაა. მან და­ი­ნა­ხა, რო­გორ ააგ­დეს გო­ი­მი­ვით, ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და თუ ვინ­მემ ისარ­გებ­ლა და დღემ­დე სარ­გებ­ლობს მისი ჩა­მოს­ვლით, და­პა­ტიმ­რე­ბით, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა. ეს მის­თვის, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სის­თვის უაღ­რე­სად მტკივ­ნე­უ­ლია. ზუს­ტად იგი­ვე და­ე­მარ­თა ბად­რის. მას ის კი არ აწუ­ხებ­და, რომ მის მი­მართ დევ­ნა ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მუხ­ლით, არა­მედ ის, თუ "გო­ი­მი­ვით" რო­გორ წა­მო­ი­კი­და მი­შამ. ბად­რი ბავ­შვურ შეც­დო­მა­ზე დარ­დმა გა­და­ი­ყო­ლა. ამი­ტომ და არა იმი­ტომ, რომ ვინ­მე მას მოკ­ვლას უპი­რებს, მგო­ნია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე­საც რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა…ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მკვლე­ლი სა­კუ­თა­რი გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მაა…" - წერს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".