"ომიკრონის" რამდენი შემთხვევაა საქართველოში ამ დროისთვის დადასტურებული? - კვირის პალიტრა

"ომიკრონის" რამდენი შემთხვევაა საქართველოში ამ დროისთვის დადასტურებული?

საქართველოში "ომიკრონის“ 144 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"31 დეკემბრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 144 შემთხვევა“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი.

"ინტერპრესნიუსი"