სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ხანძარი გაჩნდა

სამხრეთ აფრიკის პარლამენტში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი შენობის სახურავიდან ამოდიოდა და კვამლი კილომეტრების მოშორებით ჩანდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა პატრიცია დე ლილემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძარი ლოკალიზებულია. მისი თქმით, დამწვარია ეროვნული ასამბლეის დარბაზი და ხანძარი მოედო სხვა ტერიტორიასაც.

პირველადი ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ ოფისში გაჩნდა და სპორტული დარბაზისკენ გავრცელდა. დე ლილის თქმით, ხანძრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხელისუფლების განცხადებით, მეხანძრეები სიტუაციას აკონტროლებენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"