საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა - კვირის პალიტრა

საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საფრანგეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპის ზრდის და განვითარების ახალი მოდელი უნდა მოიცავდეს ინოვაციებს, ასევე სამუშაო ადგილების შექმნასა და სამუშაოს უსაფრთხოებას, რათა კონტინენტი დარჩეს კონკურენტუნარიანი გლობალურად.

„სუვერენული ევროპის დღის წესრიგი საფრანგეთის პრეზიდენტობით დაჩქარდება. ევროპა უნდა გაუმკლავდეს მთავარ ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, მიგრაციულ და სამხედრო გამოწვევებს“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ხაზი გაუსვა ასევე კლიმატის ცვლილებებსა და გარემო დაცვის საკითხების მნიშვნელობას.

საფრანგეთმა თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით 6 თვით სლოვენიისგან გადაიბარა.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისთვის დიდი პატივია და ერთიანობის მისაღწევად საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"