"ეგრე რაა, ბედნიერ წელს გისურვებთ ძვირფასებო" - შერიგდნენ თუ არა კოტე მათითაშვილი და ეკა ბალანჩივაძე - კვირის პალიტრა

"ეგრე რაა, ბედნიერ წელს გისურვებთ ძვირფასებო" - შერიგდნენ თუ არა კოტე მათითაშვილი და ეკა ბალანჩივაძე

2021 წლის ნოემბერში ცნობილი წყვილი, პლასტიკური ქირურგი კოტე მათითაშვილი და დიზანერი ეკა ბალანჩივაძე ერთმანეთს დაშორდნენ.

ამის შესახებ ეკა სოციალურ ქსელში წერდა.

“ერთადერთი რაც, მე და კოტეს საერთო გვქონდა, Freddie Mercury-ს სიყვარული იყო!” – აღნიშნავდა დიზაინერი.თუმცა, ამჯერად ეკა სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს, სადაც კოტესთან ერთად იმყოფება.

“გილოცავთ ახალ წელს, გისურვებთ მეტ თავისუფლებას და ბევრ საბაბს ღიმილისთვის,”-წერს ეკა და აზიარებს ფოტოს, სადაც წყვილთან ერთადაა პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც.

ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივარი აღნიშნავს, რომ კოტეს და ეკას შერიგების ამბავი ძალიან გაუხარდათ.

"ეგრე რა,თქვენგან მაინც გავიგო კარგი ამბები. მაგრა გამახარეთ,მრავალ ბედნიერ,სიყვარულით სავსე ახალ წელს გისურვებთ"!

"ეგრეც ვიცოდიიი! გილოოოოოოოცავთ!"

"ეგრე რაა, ბედნიერ წელს გისურვებთ ძვირფასებო"

"ეკა გილოცაააავ ყველაფერს ერთად ძალიან, ძალიან გამიხარდა კოტესთან რომ გხედავ.კიდევ მრავალი უთვალავი წელი ყოფილიყავით ასე ერთად და ბედნიერად ბოლოს კი ახალწელს გილოცავთ ", - უწერენ ბალანჩივაძეს "ფეისბუქზე" ახლობლები.