"მეტი შემთხვევა გამოვლინდება, რადგან "ომიკრონი“ "დელტაზე" გადამდებია" - კვირის პალიტრა

"მეტი შემთხვევა გამოვლინდება, რადგან "ომიკრონი“ "დელტაზე" გადამდებია"

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის, ენტონი ფაუჩის თქმით, ჯერ კიდევ არსებობს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლების ზრდის საშიშროება, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული მონაცემები „ომიკრონის" ნაკლებ სიმძიმეზე მიუთითებენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

„ერთადერთი სირთულე ის არის, რომ თუ თქვენ გაქვთ ამდენი შემთხვევა, თუნდაც ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი "ომიკრონის" შემთხვევაში "დელტასთან" შედარებით უფრო დაბალი იყოს, მაინც არსებობს საფრთხე, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაციის ზრდა, რამაც შეიძლება ზეწოლა მოახდინოს ჯანდაცვის სისტემაზე", - აღნიშნა ფაუჩიმ.

25 დეკემბრის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა 58.6% "ომიკრონ" შტამით ინფიცირებაზე მოდის. ენტონი ფაუჩის თქმით, მეტი შემთხვევა გამოვლინდება, რადგან "ომიკრონი“ "დელტაზე" გადამდებია.

"თუმცა, როგორც ჩანს, ის შეიძლება იყოს ნაკლებად მძიმე, ყოველ შემთხვევაში, იმ მონაცემებიდან, რომლებიც ჩვენ შევიკრიბეთ სამხრეთ აფრიკიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შეერთებული შტატებიდან და ზოგიერთი წინასწარი მონაცემებიდან, ასე ჩანს", - აღნიშნა ფაუჩიმ.

"ინტერპრესნიუსი"