„ომიკრონის" რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი საქართველოში - კვირის პალიტრა

„ომიკრონის" რამდენი შემთხვევაა გამოვლენილი საქართველოში

საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„2 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 147 შემთხვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი.