"იმ დასკვნის გაკეთება, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი, ვფიქრობ, რომ ნაადრევია" - კვირის პალიტრა

"იმ დასკვნის გაკეთება, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი, ვფიქრობ, რომ ნაადრევია"

"ის მუტაცია, რომელიც კოვიდმა განიცადა, კარგია, მაგრამ იმ დასკვნის გაკეთება, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი, ვფიქრობ, რომ ნაადრევია",- ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

პაატა ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კორონავირუსის ახალ შტამზე „ომიკრონზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით „ომიკრონის“ შტამის გავრცელება არ არის საშიში და მარტივად მიმდინარეობს.

„ჩვენმა პატარა ქვეყანამ უფრო მეტს გაუძლო ვიდრე შეიძლებოდა. ასე რომ, დღესდღეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ომიკრონის“ შტამის გავრცელება არ არის იმდენად საშიში, უფრო მეტს გაუძლო ქვეყანამ და დარწმუნებული ვარ ამასაც გავუძლებთ. გავრცელებადია ეს შტამი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რადგან ქვეყანამ უფრო მეტ პანდემიას გაუძლო. ჩვენ ამის შიში არ უნდა გვქონდეს.

რა მოხდება მომავალში რთულია წინასწარი პროგნოზის გაკეთება. ის მუტაცია, რომელიც კოვიდმა განიცადა კარგია, მაგრამ იმ დასკვნის გაკეთება, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი, ვფიქრობ, რომ ნაადრევია“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.