ბინები, კომერციული ფართები, მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - კვირის პალიტრა

ბინები, კომერციული ფართები, მიწის ნაკვეთები - რა ქონებას ფლობს გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

გო­რის მერ­მა ვლა­დი­მერ ხინ­ჩე­გაშ­ვილ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2021 წლის 21 დე­კემ­ბერს შე­ავ­სო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, მის სა­კუთ­რე­ბა­შია: გორ­ში მდე­ბა­რე, 122 კვ.მ შე­ნო­ბა - ნა­გე­ბო­ბე­ბი, რა­შიც 2000 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და; ასე­ვე, 5002 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 6000 ლარს შე­ად­გენს, 620კვ.მ არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 120 780 ლარი, 300 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი - 5000 აშშ დო­ლა­რი, 1639 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი - 5000 ლარი, 600 კვ.მი­წის ნაკ­ვე­თი - 19 000 აშშ დო­ლა­რი, 6129 კვ.მ კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი - 172 000 ლარი, 8975 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი კი მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ე­ცა.

გარ­და ამი­სა, ვლა­დი­მერ ხენ­ჩე­გაშ­ვილს ეკუთ­ვნის 1000 კვ.მ მი­წის ნაკ­ვეთ წავ­კის­ში, რო­მე­ლიც 10 000 აშშ დო­ლა­რად აქვს შე­ძე­ნი­ლი, ბინა ბორ­ჯომ­ში - 36 298 აშშ დო­ლა­რად, ხოლო 105 კვ.მ ბინა თბი­ლის­ში - 108 000 აშშ დო­ლა­რად.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ვლა­დი­მერ ხენ­ჩე­გაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბა­შია - მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა Toyota Camry, რა­შიც 14 500 აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა