1 ადამიანი გარდაიცვალა ბორჯომი-ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად - კვირის პალიტრა

1 ადამიანი გარდაიცვალა ბორჯომი-ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად

ბორჯომი-ხაშურის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, ტრაილერისა და მსუბუქ ავტომანქანების შეჯახების შედეგად 4 პირია დაშავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.