რომელ სოფლებს შეეზღუდებათ ელექტრო ენერგიის მიწოდება - რა ინფორმაციას ავრცელებს "ენერგო-პრო ჯორჯია"? - კვირის პალიტრა

რომელ სოფლებს შეეზღუდებათ ელექტრო ენერგიის მიწოდება - რა ინფორმაციას ავრცელებს "ენერგო-პრო ჯორჯია"?

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 იანვარს 12:00-დან 13:00 საათამდე ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში - ცხვარიჭამია, ლელუბანი, თეზამი და მიმდებარე სოფლებში.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგის შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, მამკოდასა და თიანეთის გზატკეცილზე. 17:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში გუდაური, ქუმლისციხე, დარიალი, ჯაღმიანი, ციხისძირი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"