"ყველაფრის მკადრებელ ფანტაზიორებშიც მაგრად, მედგრად იყავით" - როგორ მიმართავს მშობლებს თაკო ჩარკვიანის შვილი? - კვირის პალიტრა

"ყველაფრის მკადრებელ ფანტაზიორებშიც მაგრად, მედგრად იყავით" - როგორ მიმართავს მშობლებს თაკო ჩარკვიანის შვილი?

პოლიტიკოსს თაკო ჩარკვიანის შვილი, პიანისტი ირმა გიგანი მშობლებს სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს უწერს:

"ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული დე, მა, მაგრად იყავით რა, ბევრ, ძალიან ბევრ კარგ ადამიანში და ზოგიერთ გამორეულ, სულით მახინჯ, მორალის, სინდისის არ მქონე, ყველაფრის მკადრებელ ფანტაზიორებშიც მაგრად, მედგრად იყავით. ღირსებას, სიმართლეს და დიდ სიყვარულს ვერაფერი უმკლავდება.დრო, დრო კარგი რამაა. გაიღიმეთ", - წერს პიანისტი სოციალურ ქსელში.