რატომ მიუვიდათ მომხმარებლებს "თელმიკოს“ და GWP-ს ორი ქვითარი? - კვირის პალიტრა

რატომ მიუვიდათ მომხმარებლებს "თელმიკოს“ და GWP-ს ორი ქვითარი?

ბოლო ორი კვირის განმავლობაში "თელმიკოსა“ და gwp-ის აბონენტებმა რამდენიმე ქვითარი მიიღეს. რამ გამოწვია გამანაწილებლების მხრიდან მსგავსი მიდგომა და გაზრდის თუ არა აღნიშნული მომხმარებლის ხარჯს, "ბიზნესპრესნიუსთან“ ენერგოომბუდსმენმა განმარტა.

სალომე ვარდიაშვილის თქმით, ანათვალი მომხმარებლისგან არა ციკლურად, არამედ ერთი და იგივე დროს იქნება აღებული, სწორედ ამან განაპირობა დეკემბერ-იანვარში რამდენიმე ქვითრის მიღება, რათა ჩვენება გასწორებულიყო. აღნიშნული კი, მოსახლეობის ხარჯს არცერთ შემთხვევაში არ გაზრდის.

"სიახლე, გამოწვეულია აღრიცხვიანობის მეთოდის ცვლილებით, რაც გულისხმობს, რომ "თელმიკოს“, ასევე როგორც gwp-ს ჰქონდა ციკლური აღრიცხვიანობა, რაც გამოხატული იყო იმაში, რომ ყველა აბონენტისგან ერთ დროს ვერ ხდებოდა ციფრული ანათვალის აღება, ამ შემთხვევაში სრულიად შეიცვალა ეს წესი და უკვე იანვრიდან გამანაწილებლები აიღებენ ანათვალას ერთი და იგივე დროს მომხმარებლებისგან და ყველას ერთდროულად მიუვა გადახდის ქვითარი. ამიტომ მოხდა ისე, რომ მათ უნდა გაესწორებინათ ხარჯი დეკემბერში, შესაბამისად, ყველამ მიიღო ქვითარი ციკლურობიდან გამომდინარე, მაგრამ დეკემბრის დღეების გადასწორებლად მათ კიდევ ერთი ქვითარი მიუვიდათ 30 დეკემბერს. (გაგრძელება)