"სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კურ პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ობს" - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე - კვირის პალიტრა

"სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კურ პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ობს" - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კურ პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ობს.

ამის შე­სა­ხებ ხერ­ხე­უ­ლი­ძემ მე­დი­ას რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან გა­ნუ­ცხა­და მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ხერ­ხე­უ­ლი­ძის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად კარგ ფორ­მა­შია.

"მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე როცა ვსა­უბ­რობთ, ეს წა­მე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. პო­ლი­ტი­კუ­რად ის კარგ ფორ­მა­შია. ამ ეტაპ­ზე, ეკო­ნო­მი­კურ პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც სი­დუ­ხ­ჭი­რის და გა­ჭირ­ვე­ბის დაძ­ლე­ვის­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. ამ სა­კი­თხე­ბით არის მო­ცუ­ლი, იმ სა­კი­თხე­ბით მთლი­ა­ნად, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აწუ­ხებს. მას სა­გან­გა­შოდ მი­აჩ­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი, რო­მე­ლიც ახლა არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში", - აცხა­დებს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

"ინტერპრესნიუსი"