"და­მა­საქ­მეთ და გა­და­მი­ხა­დეთ…კა­ლა­ძის მი­სა­მარ­თი მინ­და, გა­მი­გია, ძა­ლი­ან ქველ­მოქ­მე­დი­აო…" - პეტრე კოლხი კახი კალაძეს მიმართავს - კვირის პალიტრა

"და­მა­საქ­მეთ და გა­და­მი­ხა­დეთ…კა­ლა­ძის მი­სა­მარ­თი მინ­და, გა­მი­გია, ძა­ლი­ან ქველ­მოქ­მე­დი­აო…" - პეტრე კოლხი კახი კალაძეს მიმართავს

პეტ­რე კოლ­ხი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­თაც თბი­ლი­სის მერს კახა კა­ლა­ძეს მი­მარ­თავს.

რო­გორც სა­სუ­ლი­ე­რო პირი წერს, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, რის გა­მოც სურს და­მა­ტე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რი ჰქონ­დეს.

"კა­ლა­ძის მი­სა­მარ­თი მინ­და, გა­მი­გია, ძა­ლი­ან ქველ­მოქ­მე­დი­აო…ჰოდა, სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცდი… მინ­და გა­ვუგ­ზავ­ნო ჩემი მიმ­დი­ნა­რე თვის კო­მუ­ნა­ლუ­რის ქვით­რე­ბი…

წყალს და და­სუფ­თა­ვე­ბას გა­და­ვიხ­დი, შუქი 600 ლარი მო­მი­ვი­და, გაზი 500, რომ არ ეგო­ნოს, ვა­ჭარ­ბებ, ქვით­რებს და­ხე­დოს…ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ტა­ძარ­ში ჯვრის­წე­რე­ბი და ნათ­ლო­ბე­ბი თით­ქმის არ ტარ­დე­ბა, ისე­დაც მარ­ხვაა, მარ­ხვის მერე, კი­დევ დიდ­ხანს არ იქ­ნე­ბა ჯვრის­წე­რა და მერე ისევ სა­აღ­დგო­მო მარ­ხვა იწყე­ბა… ამი­ტომ, ეს მხა­რე და­ხუ­რუ­ლია…

შვი­დი შვი­ლის რჩე­ნა და ზედ და­მა­ტე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში არ არის მარ­ტი­ვი… სხვი­სას არ ვი­თხოვ, და­მა­საქ­მეთ და გა­და­მი­ხა­დეთ… ნი­ჭიც მაქვს, გო­ნე­ბაც და ინ­ტე­ლექ­ტიც… სხვა თუ არა­ფე­რი, სა­კუ­თარ ბი­ოგ­რა­ფი­ას დავ­წერ უშეც­დო­მოდ და კი­დევ ბევრ რა­მეს დავ­წერ… ჰოდა, კა­ლა­ძეს­თან მი­შუ­ამ­დგომ­ლეთ?!" - წერს კოლ­ხი.