"სასწრაფო დახმარებაც იყო მისული, თუმცა..." - მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"სასწრაფო დახმარებაც იყო მისული, თუმცა..." - მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. როგორც რუსთაველის თეატრში გვითხრეს, მას დილით რეპეტიციაზე ელოდებოდნენ, თუმცა, არ გამოცხადდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და მათგან გაიგეს, რომ ნიკა დილით გულის შეტევით გარდაიცვალა...

ვათა მატარაძე, რუსთაველის თეატრის მთავარი ადმინისტრატორი:

"ნიკა დღეს რეპეტიციაზე უნდა მოსულიყო და არ მოვიდა, ტექნიკურმა რეჟისორმა ოჯახში დარეკა და უთხრეს, რომ ნიკა დილით გულის პრობლემით გარდაიცვალა, სასწრაფო დახმარებაც იყო მისული, თუმცა... როგორც აღმოჩნდა, გულის პრობლემები ადრეც ჰქონდა და ასეთი სამწუხარო ამბავი მოხდა... ვუსამძიმრებ ოჯახს".

"ფეისბუქგვერდზე" განცხადება გამოაქვეყნა რუსთაველის თეატრმა:

"უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის ჩვენი თეატრი დღეს. გარდაიცვალა მსახიობი ნიკოლოზ ქაცარიძე..."

ნიკა ქაცარიძე დაიბადა 1978 წლის 29 ნოემბერს, თბილისში. დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და 2005 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სპექტაკლსა და პოპულარულ სატელევიზიო სერიალებში. ჰყავ­და მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი.

ნიკა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქტიურობითა და იუ­მო­რის­ტუ­ლი პოს­ტე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ კი წერ­და - "რო­გორც იქნა ამოვ­ყა­ვი თავი სა­ცი­ვი­დან და მო­ვი­ცა­ლე მო­სა­ლო­ცად, გი­ლო­ცავთ 2022 წელს სურ­ვი­ლე­ბის ახ­დე­ნის წელი ყო­ფი­ლი­ყოს ყვე­ლას­თვის"...

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ნიკას ოჯახსა და ახლობლებს.

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)