"მხოლოდ ამიტომ ღირს ცხოვრება" - რა ვიდეო გამოაქვეყნა პირველ იანვარს ნიკა ქაცარიძემ - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ამიტომ ღირს ცხოვრება" - რა ვიდეო გამოაქვეყნა პირველ იანვარს ნიკა ქაცარიძემ

ყველასათვის საყვარელი ქართველი მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს. როგორც რუსთაველის თეატრში გვითხრეს, მას დილით რეპეტიციაზე ელოდებოდნენ, თუმცა, არ გამოცხადდა, რის შემდეგაც ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და მათგან გაიგეს, რომ ნიკა დილით გულის შეტევით გარდაიცვალა...

მსახიობმა თეატრის სცენიდან თუ ეკრანებიდან მაყურებელს თავი საინტერესო პერსონაჟებით დაამახსოვრა. ის სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებდა პოსტებს. ერთ-ერთი ასეთი სახალისო ვიდეო კი მსახიობმა შვილებს გადაუღო.

"სამყაროს იმედები - მხოლოდ ამიტომ ღირს ცხოცრება, შვილები გაახარო" - დაწერა ფეისბუკის პირად გვერდზე მსახიობმა 1 იანვარს.

იხილეთ ასევე: "სასწრაფო დახმარებაც იყო მისული, თუმცა..." - მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში გარდაიცვალა