"შევქმნათ პარლამენტის მეორე საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით" - საპატიმროში მყოფი სააკაშვილი ინიცატივით გამოდის - კვირის პალიტრა

"შევქმნათ პარლამენტის მეორე საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით" - საპატიმროში მყოფი სააკაშვილი ინიცატივით გამოდის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვს, ამ თემაზე კონსულტაციები დაიწყოს.

სააკაშვილი მიმართავს გიორგი გახარიას პარტიის წევრებს, შეუერთდებიან თუ არა აღნიშნულ იდეას.

„მე არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, "ნაციონალურ მოძრაობას", დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები.

მინდა, მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას”, - აღნიშნავს წერილში სააკაშვილი.