"6 შვი­ლით მი­ვად­გე­ბი კა­ლა­ძეს წყნეთ­ში და იქ და­ვუჯ­დე­ბი სა­ნამ ჩემს კო­მუ­ნა­ლუ­რებს არ გა­და­იხ­დის" - კვირის პალიტრა

"6 შვი­ლით მი­ვად­გე­ბი კა­ლა­ძეს წყნეთ­ში და იქ და­ვუჯ­დე­ბი სა­ნამ ჩემს კო­მუ­ნა­ლუ­რებს არ გა­და­იხ­დის"

პეტ­რე კოლ­ხმა დედაქალაქის მერს კომინუალური გადასახადების გამო მიმართა, თუმცა როგორც თავად ამბობს, მი­უ­ხე­და­ვად მისი მი­მარ­თვი­სა ამ დრომ­დე კახა კა­ლა­ძე მას­თან კონ­ტაქ­ტზე არ გა­სუ­ლა.

რო­გორც ის ამ­ბობს, პო­ლი­ტი­კუ­რი ენით სა­უ­ბარს არ აპი­რებს და მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სურს.

"კახა კა­ლა­ძე კონ­ტაქ­ტზე ამ დრომ­დე არ გა­მო­სუ­ლა. იქ­ნებ ვერ მო­ის­მი­ნა ჩემი ხმა, იქ­ნებ ის ძა­ლი­ან მაღ­ლაა და ჩვენ ძა­ლი­ან დაბ­ლა ვიმ­ყო­ფე­ბით. მაგ­რამ წყნეთ­შიც ავალთ ალ­ბათ. ბა­ტო­ნო კახი, თქვენ თუ არ გახ­სოვთ, თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს ვინ­მეს ემახ­სოვ­რე­ბა მღვდე­ლი გა­პო­ნის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მუ­შა­თა კლასს ჩა­უდ­გა სა­თა­ვე­ში და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ითხოვ­დნენ. ჩვენ ძვი­რა­დღი­რე­ბულს არა­ფერს არ ვი­თხოვთ, აქ ელე­მენ­ტა­რულ­ზეა სა­უ­ბა­რი.

მე არა­ვის ვე­უბ­ნე­ბი, რომ ოჯა­ხი მირ­ჩი­ნოს. მე იმი­სი პი­რო­ბე­ბი უნდა მქონ­დეს, რომ ჩემი ოჯა­ხი არ იყოს გა­ჭირ­ვე­ბის ზღვარს მიღ­მა, კო­მუ­ნა­ლუ­რებს ვერ იხ­დი­დეს და ზამ­თარ­ში ბავ­შვე­ბი იყი­ნე­ბოდ­ნენ?

თქვენ რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია მო­რა­ლუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, რო­დე­საც კო­მუ­ნა­ლუ­რე­ბის ქვით­რე­ბი მო­დის? დე­კემ­ბერ­ში შუ­ქის გა­და­სა­ხა­დი მო­მი­ვი­და ორ­ჯერ. ამას გა­დაყ­ვე­ბა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მე არ ვა­პი­რებ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წო­დე­ბით სა­უ­ბარს, აქ ვსა­უბ­რობ სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

მის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია ღირ­სე­უ­ლად ვემ­სა­ხუ­რო უფალს. მე მა­წუ­ხებს არა მხო­ლოდ ჩემი, არა­მედ ერის ტკი­ვი­ლი. უნდა ვი­სა­უბ­როთ ამა­ზე. არას­დროს გავ­ჩუმ­დე­ბი, თუ არა­ვინ გა­მომ­ყვე­ბა, ჩემი 6 შვი­ლით მი­ვად­გე­ბი კა­ლა­ძეს წყნეთ­ში და იქ და­ვუჯ­დე­ბი სა­ნამ ჩემს კო­მუ­ნა­ლუ­რებს არ გა­და­იხ­დის" - აღ­ნიშ­ნა პეტ­რე კოლ­ხმა "ტვ პირ­ვე­ლის" ეთერ­ში.