"ყაზახეთში მასობრივი არეულობების დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა" - კვირის პალიტრა

"ყაზახეთში მასობრივი არეულობების დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა"

ყაზახეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არეულობის დროს პოლიციისა და ეროვნული გვარდიის 8 თანამშრომელი დაიღუპა.

მათივე ცნობით, შეტაკებების დროს 300-ზე მეტი სამართალდამცავი დაშავდა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქამდე საგანგებო მდგომარეობა ალმათში და მანგისტაუში მოქმედებდა.

მედიის ინფორმაციით, რეგულაცია ითვალისწინებს "კომენდანტის საათს" 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მასობრივი ღონისძიებებისა და გაფიცვების აკრძალვას, იარაღის, საბრძოლო მასალისა და ალკოჰოლის რეალიზაციის აკრძალვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვა კი გაძლიერებულია.

ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ჯერ მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.