"ფულს არ ვიღებ: მივდივარ, ვჭამ, მოვდივარ..."
"ფულს არ ვიღებ: მივდივარ, ვჭამ, მოვდივარ..."
საქმიანი და უცნაური "ინფლუენსერი"
"კომედი შოუს" მსახიობი - თემო ნიქაბაძე რეალურ ცხოვრებაშიც მხიარული ადამიანი გახლავთ. პოზიტიური დამოკიდებულების გამო ფინანსებთან დაკავშირებულ კრიზისულ პერიოდებსა და სხვა ტიპის პრობლემებსაც იოლად უმკლავდება. მონდომებისა და მიზნისკენ სწრაფვის შედეგად დღეს თემოს ისეთი სამსახური აქვს, როგორზეც ოცნებობდა...
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ფულის საჭიროება მაშინ უფრო გავიაზრე, როცა საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი, რადგან მანამდე იმერეთში (ფარცხანაყანევში) ოჯახთან ერთად ვცხოვრობდი და საკვების საკითხი არ მეხებოდა - შინ ყოველთვის გამზადებული საჭმელი მხვდებოდა. როცა მარტო ცხოვრება დავიწყე, მაშინ გავიაზრე, რომ ცხოვრებისთვის ფული საჭიროა..."
"ტრაშუნა" არ ვარ (იცინის). ფულს გონივრულად ვიყენებ, მაგრამ უფრო ჭკვიანურად გამოყენებაც შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ვახერხებ, რომ ოჯახსაც დავეხმარო და ცოტათი მეც წამადგეს..."
"ჰუდები ძალიან მიყვარს. თუ კონკრეტული ჰუდი მომეწონა, ბოლო 130 ლარი რომ მქონდეს, შეიძლება, ამაში დავხარჯო... ჰო, კიდევ შაურმა მიყვარს!.. მოკლედ, ეს ორი სისუსტე მაქვს..."
"იოლი არ არის, ფარცხანაყანევიდან ტელევიზიაში მოხვდე და მუშაობა დაიწყო, მაგრამ ყოველთვის ვამბობ: რაღაც თუ გინდა და გიყვარს, მიზნის მიღწევა ყოველთვის შეიძლება. ახლა სადაც ვმუშაობ, ეს სამსახური ჩემთვის მართლა საოცნებო იყო. ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ, თავს კომფორტულად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, გამართლებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული - მხოლოდ მონდომება არ კმარა..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 6 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.
ეთო ყორღანაშვილი