"ყაზახეთში შეიყვანეს ჯარი და რეჟიმის გადარჩენაში რუსეთი, სანაცვლოდ რაღაცას მოითხოვს" - კვირის პალიტრა

"ყაზახეთში შეიყვანეს ჯარი და რეჟიმის გადარჩენაში რუსეთი, სანაცვლოდ რაღაცას მოითხოვს"

"ამოქმედდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ), დაიტესტა საქმეში, შეიყვანეს ყაზახეთში ჯარი და შესაბამისად, რეჟიმის გადარჩენაში რა თქმა უნდა, რუსეთი სანაცვლოდ რაღაცას მოითხოვს - ასე, რომ საბოლოო ჯამში იქ კარგი არაფერი არ მოხდა", - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ის ილუზიები, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს, დიდი ხნის წინ დაიმსხვრა.

„ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებზე შედეგით უნდა ვიმსჯელოთ, შედეგია დახოცილი ადამიანები, გადამწვარი შენობები და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების შეყვანა ქვეყანაში, ასე რომ კარგს ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ვიტყვი. არამგონია რუსეთს აწყობდეს არასტაბილურობა სამეზობლოში, მაგრამ როგორც კი გაჩნდა საჭიროება, ვნახეთ, რომ ჯარი შეიყვანა. მე არ მგონია, რომ რუსეთს იქ სჭირდებოდეს რაიმე ამბოხი, რადგან

ურჩენია იქ სტაბილურობა იყოს. სოციალური ამბოხიც არის ალბათ და ზოგადად, ჩვენ თუ ვიმსჯელებთ იმის მიხედვით ამ რეგიონში როგორი იყო ეს ამბოხებები - ვნახავთ, რომ ამბოხებები ძირითადად ან სოციალური იყო როგორიც იყო ყირგიზეთში ან რელიგიური, როგორიც იყო უზბეკეთში. ასე, რომ დემოკრატიას და დასავლეთ ფასეულობებს მოწყურებული ხალხი ნაკლებად იყო იქ და ვნახეთ კიდეც. ხომ აქვს მნიშვნელობა გამოსვლები რამდენად ძალადობრივია? გადაწვეს და გადაბუგეს ყველაფერი. ამოქმედდა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ), დაიტესტა საქმეში, შეიყვანეს იქ ჯარი და შესაბამისად, რეჟიმის გადარჩენაში რუსეთი, რა თქმა უნდა, რაღაცას მოითხოვს სანაცვლოდ, ასე რომ საბოლოო ჯამში, იქ კარგი არაფერი მოხდა. ის ილუზია, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს ეს ილუზია დიდი ხნის წინ დაიმსხვრა“, - განაცხადა შარაშენიძემ.

"ინტერპრესნიუსი"