რატომ გადაიდო გრემის დაჯილდოება? - კვირის პალიტრა

რატომ გადაიდო გრემის დაჯილდოება?

გრემის დაჯილდოება კორონავირუსის გამო გადაიდო.

აღნიშნული ინფორმაცია აკადემიის წარმომადგენელმა დაადასტურა, თუმცა ახალი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

2022 წლის შოუ 31 იანვარს ლოს-ანჯელესში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრმა მატებამ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით არაერთი ღონისძიების გადადება ან გაუქმება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"