სალომე ჭაჭუა ირლანდიურ ტელეპროექტში იცეკვებს - რომელი ცნობილი მორაგბე იქნება მისი მეწყვილე? - კვირის პალიტრა

სალომე ჭაჭუა ირლანდიურ ტელეპროექტში იცეკვებს - რომელი ცნობილი მორაგბე იქნება მისი მეწყვილე?

სა­ლო­მე ჭა­ჭუა ირ­ლან­დი­ურ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში“ მო­ნა­წი­ლე­ობს. ამის შე­სა­ხებ მო­ცეკ­ვა­ვემ ჯერ კი­დევ დე­კემ­ბრის ბო­ლოს გა­ნა­ცხა­და.

"ნება მო­მე­ცით წარ­მო­გიდ­გი­ნოთ ჩემი თავი, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე ირ­ლან­დი­ის “ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში”... დაე, შე­იქ­მნას თქვენ­თვის და­უ­ვი­წყა­რი შოუ!“ - წერ­და სა­ლო­მე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მისი მე­წყვი­ლე ცნო­ბი­ლი ირ­ლან­დი­ე­ლი მო­რაგ­ბე ჯორ­დან კონ­როი იქ­ნე­ბა.

"მო­გახ­სე­ნებთ, რომ და­ა­ნონსდა ირ­ლან­დი­ის "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ წყვი­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა, სა­ლო­მე ჭა­ჭუა და ჯორ­დან კონ­როი იცეკ­ვე­ბენ ერ­თად. მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მო­რაგ­ბე სის­წრა­ფით და სიძ­ლი­ე­რით“, - ვკი­თხუ­ლობთ სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას ცეკ­ვის სტუ­დი­ის "პრა­იმ დენ­სის“ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც 27 წლის მო­რაგ­ბემ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, ის მზად არის მო­რაგ­ბის ფეხ­საც­მე­ლი დრო­ე­ბით ცეკ­ვის ფეხ­საც­მელ­ზე გაც­ვა­ლოს და იმე­დი აქვს, რომ შო­უ­ში გა­მარ­ჯვე­ბას მო­ი­პო­ვებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯორ­დან კონ­როი და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლია.

მო­რაგ­ბე 10 წლის იყო, რო­დე­საც სა­ცხოვ­რებ­ლად, დე­დას­თან ერ­თად, ირ­ლან­დი­ა­ში მას შემ­დეგ დაბ­რუნ­და, რაც მა­მამ მათ­ზე იძა­ლა­და. სპე­ცი­ა­ლუ­რად მათ­ზე მომ­ზა­დე­ბულ ფილმში მო­რაგ­ბის დედა ჯენი ჰყვე­ბა, რომ ერთ დღეს, რო­დე­საც შინ დაბ­რუნ­და, მისი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად შე­იც­ვა­ლა. იხილეთ სრულად