"ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, მთა­ვა­რია მიჰ­ყვეთ თქვენს ოც­ნე­ბებს და არ და­ნებ­დეთ არ­ცერ­თი მარ­ცხის შემ­დეგ" - კვირის პალიტრა

"ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, მთა­ვა­რია მიჰ­ყვეთ თქვენს ოც­ნე­ბებს და არ და­ნებ­დეთ არ­ცერ­თი მარ­ცხის შემ­დეგ"

კო­მა­რო­ვის სკო­ლის მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლე ლაშა-გი­ორ­გი შა­მუ­გია 250.000$-ის და­ფი­ნან­სე­ბით პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში-Princeton University (აშშ) ჩა­ი­რი­ცხა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია კო­მა­რო­ვის სკო­ლა აქ­ვეყ­ნებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ პრინ­სტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი Ivy League-ის, ამე­რი­კი­სა და მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტია.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლაშა ამ­ჟა­მად რამ­დე­ნი­მე რე­ი­ტინ­გუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ელო­დე­ბა პა­სუხს და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მა­ის­ში მი­ი­ღებს. ის სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას აე­რო­კოს­მო­სუ­რი და მე­ქა­ნი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გეგ­მავს, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, ავი­ა­ცია და პლა­ნე­ტებს შო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბის იდეა ყო­ველ­თვის აღაფრ­თო­ვა­ნებ­და და ფი­ზი­კი­სა და მა­თე­მა­ტი­კის ცოდ­ნამ და სიყ­ვა­რულ­მა მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა კი­დევ უფრო გა­უ­მარ­ტი­ვა.

კო­მა­რო­ვის სკო­ლა ასე­ვე ლაშა გი­ორ­გის უკვე მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბებ­ზე წერს:

"ლაშა არის: კო­მა­რო­ვის ფი­ზი­კის წრის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე;

2019, 2020 წლებ­ში ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დის ფი­ნა­ლის­ტი ფი­ზი­კა­სა და მა­თე­მა­ტი­კა­ში (2020);ინო­ვა­ცი­უ­რი მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვი პრო­ექ­ტის "შეხ­ვედ­რე­ბი მა­თე­მა­ტი­კა­ზე" ინი­ცი­ა­ტო­რი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი - ის 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად ამ­ზა­დებ­და 14 მე­ექ­ვსეკ­ლა­სელს მა­თე­მა­ტი­კა­ში, მათ შო­რის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კუ­რი სკო­ლე­ბის გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად;EducationUSA Georgia ქსე­ლის Competitive College Club სტუ­დენ­ტი და მოს­წავ­ლე­თა პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სის (EducationUSA CCC Congress) 2020 წლის ერთ-ერთი დე­ლე­გა­ტი;მწე­რალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის "სტრი­ქო­ნებს შო­რის" (IWP BTL) 2021 წლის ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი;ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად ლა­შას ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავს მუ­სი­კას, ის არა­ერ­თი წელი იყო ფოლკ­ლო­რულ გუნდ "შავ­ნა­ბა­დას" სო­ლის­ტი და მრა­ვა­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე" - ნათ­ქვა­მია სკო­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

"ეს სი­ახ­ლე ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის და­სა­წყი­სი და გულ­წრფე­ლად მაქვს სურ­ვი­ლი, ეს იყოს ჩემი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯიც, რომ­ლი­თაც შევ­ძლებ, ხელი შე­ვუ­წყო სა­ქარ­თვე­ლოს გან­ვი­თა­რე­ბას, და­სავ­ლე­თის­კენ შე­უ­ფერ­ხებ­ლად სვლას და სწო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი მხარ­და­ჭე­რას. ჩემი მთა­ვა­რი რჩე­ვა კი მათ­თვის, ვინც ახლა გა­დის ამ გზას, ან მო­მა­ვალ­ში გეგ­მავს: ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია; მთა­ვა­რია მიჰ­ყვეთ თქვენს ოც­ნე­ბებს და არ და­ნებ­დეთ არ­ცერ­თი მარ­ცხის შემ­დეგ." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ლაშა შა­მუ­გია სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მე­გობ­რებს, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და ახ­ლობ­ლებს მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბას უხ­დის.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რა და­ეხ­მა­რა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, ის Mshoblebi.ge-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს:

- ოჯა­ხის ემო­ცი­ურ მხარ­და­ჭე­რას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და. ასე­ვე, სკო­ლამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ითა­მა­შა. გარ­და ამი­სა, EducationUsa Georgia ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის სა­ელ­ჩოს მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს უწე­ვენ ტექ­ნი­კუ­რი სა­ხის კონ­სულ­ტა­ცი­ას, რომ­ლებ­საც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა სურთ. მათი დახ­მა­რე­ბაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის ერთი კონ­კრე­ტუ­ლი გა­სა­ღე­ბი არ არ­სე­ბობს. მგო­ნია, მთა­ვა­რია, არ შე­ვუ­შინ­დეთ გა­მოწ­ვე­ვებს, გა­დავ­ლა­ხოთ სირ­თუ­ლე­ე­ბი და სი­ახ­ლე­ე­ბის მი­მართ მიმ­ღებ­ლო­ბა გვქონ­დეს, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი, სა­ინ­ტე­რე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ.

ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ სკო­ლის ნიშ­ნებს, რა სირ­თუ­ლის საგ­ნებს ვსწავ­ლობ­დით და ასე შემ­დეგ, შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აქ­ცი­ეთ სკო­ლის საგ­ნებს ყუ­რა­დღე­ბა და გარ­და ამი­სა, იმ საგ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით, რაც თქვენს მი­მარ­თუ­ლე­ბას­თა­ნაა კავ­შირ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით. სწავ­ლა ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარ­და, მაგ­რამ რაკი ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბა აე­რო­კოს­მო­სუ­რი და მე­ქა­ნი­კუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­აა, ცხა­დია, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ინ­ტე­რე­სებს ინ­ჟი­ნე­რია, ფი­ზი­კა და მა­თე­მა­ტი­კა... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად