"გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია" - კვირის პალიტრა

"გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია"

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს გენშტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გიგი კა­ლან­და­ძე თა­ვი­სუ­ფა­ლია.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, გე­ნე­რა­ლი გიგი კა­ლან­და­ძე თა­ვი­სუ­ფა­ლია, ვი­ზი­ა­რებ თქვენს მწუ­ხა­რე­ბას", - წერს ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

სხვა დე­ტა­ლე­ბი ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს გენშტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე გიგი კა­ლან­და­ძე გერ­მა­ნი­ა­ში, ბერ­ლინ­ში 2021 წლის 19 დე­კემ­ბერს და­ა­კა­ვეს. მა­შინ, გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს გენშტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის გიგი კა­ლან­და­ძის გერ­მა­ნი­ა­ში და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა გერ­მა­ნულ მხა­რეს გიგი კა­ლან­და­ძის სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის თა­ო­ბა­ზე შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე შე­ე­ხე­ბა 2012 წლის ივ­ლის­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მომ­ზა­დე­ბის აღი­ა­რე­ბის მიზ­ნით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის წა­მე­ბას.

წყარო