"2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი" - კვირის პალიტრა

"2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან საქართველოს მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა.

მელიას განცხადებით, საქართველო ბედნიერებას იმსახურებს და ადამიანები რაც არ უნდა დაპირისპირებულები იყვნენ ერთმანეთთან, ქვეყანაში ერთად ცხოვრება მოუწევთ.

„საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და ძალიან მიხარია, რომ სწორედ სამეგრელოს გულიდან მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო შობის დღესასწაული მთელ საქართველოს.

მიმაჩნია, რომ 2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი. ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ.

რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ამიტომ, მინდა ვუსურვო მთელ ქვეყანას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ბედნიერება, წარმატება, სიყვარული და უნარი თანაცხოვრებისა“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"