"დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ცი­ხის მერე მო­ვი­და, სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი იყო, თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და" - კვირის პალიტრა

"დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ცი­ხის მერე მო­ვი­და, სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი იყო, თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და"

2021 წლის 21 ივ­ლისს ქარ­თუ­ლი სცე­ნის ლე­გენ­და ნანი ბრეგ­ვა­ძე 85 წლის გახ­და. "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "სხვა კი­თხვებ­ში“ სტუმ­რო­ბი­სას, მომ­ღე­რალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ 80 წლის შემ­დეგ ასაკს აღარ მა­ლავს. აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლექ­სი და გული სწყდე­ბა, რომ მისი პლე­ა­დის ხალ­ხი­დან ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნია ცო­ცხა­ლი...

ნანი ბრეგ­ვა­ძემ ჟურ­ნა­ლისტ ნიკა ხა­ჩი­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებს უპა­სუ­ხა...

ნანი ბრეგ­ვა­ძე:

- ასაკს 80 წლამ­დე ვმა­ლავ­დი. ეგ კი არა, მახ­სოვს პა­რიზ­ში რომ ვი­ყა­ვი და ოლიმ­პი­ა­ში გა­მოვ­დი­ო­დი, დი­რექ­ტორ­მა მკი­თხა, რამ­დე­ნი წლის ხარო, მა­შინ 27 წლის ვი­ყა­ვი და მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ ძა­ლი­ან დიდი ხნის ვი­ყა­ვი. ვუ­თხა­რი ძა­ლი­ან ბევ­რის ვარ-მეთ­ქი და რომ გა­ი­გო ჩემი ასა­კი, ბევ­რი იცი­ნა. 80 წლის შემ­დეგ ასაკს მნიშ­ვნე­ლო­ბა აღარ აქვს. უფრო აფა­სებ წლო­ვა­ნე­ბას და უფრო დიდი სიმ­პა­თია და­ვიმ­სა­ხუ­რე, რად­გან უფრო უკე­თე­სად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვარ ამ ასაკ­თან შე­და­რე­ბით, ვბრა­ზობ კი­დეც, და­მა­ნე­ბეთ თავი, აღარ მინ­და გა­მოს­ვლა, სიმ­ღე­რა, გას­ტრო­ლე­ბი. ალ­ბათ ასეა სა­ჭი­რო, ასე უნდა ღმერ­თს. ყვე­ლა წა­ვი­და, ჩემი პლე­ა­დის ხალ­ხი­დან, ორი-სა­მი­ღა დარ­ჩა.

როცა მოვა დრო, მინ­და, რომ წა­ვი­დე წყნა­რად. არ მინ­და ლო­გი­ნად ჩავ­ვარ­დე, ეტ­ლში ჩავ­ჯდე და ისე მა­ტა­რებ­დნენ. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ ფორ­მა­ში ვიყო. ძა­ლი­ან ახ­ლოს მო­ვი­და ეს თემა ჩემ­თან, სიზ­მრე­ბიც მაქვს... თავს ვი­წყნა­რებ იმით, რომ ალ­ბათ იქაც რა­ღაც იქ­ნე­ბა...

- დედა გა­კონ­ტრო­ლებ­დათ?

- დიახ, დედა ყო­ველ­თვის მა­კონ­ტრო­ლებ­და. მეტი საქ­მე არ ჰქონ­და... ძა­ლი­ან დათ­რგუ­ნუ­ლი ვი­ყა­ვი ამით, მაგ­რამ ძა­ლი­ან დიდ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მაძ­ლევ­და იმა­ში, რომ ჩემ­თან უნდა მო­სუ­ლი­ყო ყვე­ლა, ვის­თა­ნაც ვმე­გობ­რობ­დი. არ უნ­დო­და, რომ მე წავ­სუ­ლი­ყა­ვი სად­მე. მე დღე­საც სახ­ლში ყოფ­ნა მიყ­ვარს... დედა ისე ხვდე­ბო­და ყვე­ლას, რომ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ შე­წყდა ჩემ­თან ძვე­ლე­ბუ­რი სი­ა­რუ­ლი. შემ­დეგ მი­თხრეს, - გვე­გო­ნა, შენ­თან მო­დი­ო­დით და თურ­მე დე­და­შენ­თან დავ­დი­ო­დი­თო.

- მე­უღ­ლე­ზე რას გვე­ტყვით...

- მომ­წონ­და ჩემი მე­უღ­ლე, მაგ­რამ არ მი­მი­წევ­და გული, მაგ­რამ დე­დამ მი­თხრა, აბა, რა... იმ დროს სინ­დი­სი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი თვი­სე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო ადა­მი­ა­ნის. მი­თხრა, შენ სი­ტყვა მი­ე­ცი ამ კაც­სო... მეც ვი­თომ ოჯა­ხი მქონ­და, მაგ­რამ ამას არ ერ­ქვა ოჯა­ხი... თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. და­მად­გე­ბო­და ხოლ­მე თავ­ზე გას­ტროლ­ზე შო­რე­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­ში, მაგ­რამ ისე ვი­ყა­ვით მე და ის ბი­ჭე­ბი, ვის­თა­ნაც ერ­თა­დაც ვმღე­რო­დი, რო­გორც და-ძმე­ბი.

დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ცი­ხის მერე მო­ვი­და, სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი იყო, თურ­მე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. სულ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო. გას­ტროლ­ზე რომ მო­დი­ო­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იყო, რბი­ლი, თბი­ლი, ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი. შემ­დეგ და­ვა­ფიქ­სი­რე, რომ ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, დედა, მამა, მე­გობ­რე­ბი, ეკა მხვდე­ბოდ­ნენ და ისე ვე­ღარ ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას. მას უნ­დო­და რომ სრუ­ლად მისი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ეს არ გა­მო­ვი­და.

- გა­რეგ­ნო­ბის კომ­პლექ­სი გქო­ნი­ათ? განაგრძეთ კითხვა