ყაზახეთში პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა - კვირის პალიტრა

ყაზახეთში პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა

ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჩატარებული რეიდის დროს პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ამ ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაპირისპირების დროს 18 სამართალდამცავი და 26 აქტივისტი დაიღუპა. იქამდე კი ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ამიერიდან შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი­ გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები არ შეჩერებულა.