"სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ზაფხულში სოფო და მისი ქალიშვილი ოდესაში ისვენებდნენ" - რას წერს უკრაინული გამოცემა სააკაშვილი-ნიჟარაძის შესახებ - კვირის პალიტრა

"სურათებით თუ ვიმსჯელებთ, ზაფხულში სოფო და მისი ქალიშვილი ოდესაში ისვენებდნენ" - რას წერს უკრაინული გამოცემა სააკაშვილი-ნიჟარაძის შესახებ

უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო სკან­და­ლუ­რი ამ­ბე­ბის სე­რია არ სრულ­დე­ბა. რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია, ხში­რად წერს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. 1 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­სა­უბ­რო თემა მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბა არ ყო­ფი­ლა, ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც.

აქამ­დე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბე­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ჭო­რე­ბის სა­ხით იყო ცნო­ბი­ლი. მა­გა­ლი­თად სოფო ნი­ჟა­რა­ძი­სა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "ლავ სთორ­ზე“ ჯერ კი­დევ მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­უბ­რობ­დნენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, წე­ლი­წად­ზე მე­ტია, რაც მე­დი­ა­ში და­ი­წე­რა მისი და დუ­მის დე­პუ­ტატ ლიზა იას­კოს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

liza2.png

მი­უ­ხე­და­ვად ჭო­რე­ბი­სა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით მუდ­მი­ვად რჩე­ბო­და სან­დრა რუ­ლოვ­სი, ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი, რო­მე­ლიც მის მხარ­დამ­ჭე­რებს დღე­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ. 1 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ სან­დრა მი­შას გვერ­დით აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. სან­დრას როლი შე­იც­ვა­ლა, რო­გორც მან ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვად თქვა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით მე­უღ­ლის ამ­პლუ­ა­ში ლიზა იას­კო გა­მოჩ­ნდა. ქალი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ არა­ერ­თხელ ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუმ­ცა ახალ წელს და შო­ბას ის უკ­რა­ი­ნა­ში შეხ­ვდა და ბოლო მი­მარ­თვებ­ში საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი აღარ უხ­სე­ნე­ბია. შე­საძ­ლოა ამის მი­ზე­ზი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ 31 დე­კემ­ბერს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იყოს, რომ­ლი­თაც მან სა­ბო­ლო­ოდ წერ­ტი­ლი და­უს­ვა ჭო­რებს მისი და მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძის სა­ერ­თო შვი­ლის შე­სა­ხებ და ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნო.

4 იან­ვარს უკ­რა­ი­ნულ მე­დია strana.news-მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე სკან­და­ლუ­რი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

saaka-1641626608.jpg

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის­გან შე­ძე­ნი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი აღი­ა­რა. ის (სოფო ნი­ჟა­რა­ძე) გა­სულ ზა­ფხულს მას­თან იყო ოდე­სა­ში..." - ასე არის და­სა­თა­უ­რე­ბუ­ლი სტა­ტია, რო­მე­ლიც ექ­სპრე­ზი­დენ­ტსა და სოფო ნი­ჟა­რა­ძე­ზე გვიყ­ვე­ბა. წე­ლი­წად­ზე მეტი ხნის წინ სწო­რედ strana-მ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც წერ­დნენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა ლიზა იას­კო გახ­ლდათ. (გაგრძელება)