"არ მიკვირს, რადგან ხშირად სველი ფეხებით, მშიერი კუჭით და გახეთქილი გულით ატარებენ წირვას..." - კვირის პალიტრა

"არ მიკვირს, რადგან ხშირად სველი ფეხებით, მშიერი კუჭით და გახეთქილი გულით ატარებენ წირვას..."

პეტრე კოლხი "ფეისბუკის" პირად გვერდზე ქვეყანაში არსებულ რთულ ეკომონიკურ მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არ გაუკვირდება, თუ კიდევ რომელიმე სასულიერო პირის მდგომარეობა გართულდება, რადგან ხშირად, მათ უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ყოფა:

"არ მიკვირს, თუ კიდევ ერთი სასულიერო პირის მდგომარეობა გართულდა… არ მიკვირს, რადგან ხშირად სველი ფეხებით, მშიერი კუჭით და გახეთქილი გულით ატარებენ წირვას. არ მიკვირს, რადგან რომელი იერარქი მოგიკითხავს და გაიზიარებს შენს ნამდვილ მდგომარეობას… არ მიკვირს იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილიც გაზულუქებულ სასულიერო პირებთან ერთად, საერთო ქვაბში ხარშავს ულუკმაპუროდ დარჩენილ სამღვდელოებას…

ზოგიერი ეპისკოპოსისგან ისიც მომისმენია, მრევლმა უნდა გარჩინოსო…იმას კი არ კითხულობს, იმ მრევლს საკუთარი თავის სარჩენი საშუალება გააჩნია?! არ კითხულობს, რა გზებით შეიშლება კომუნალურები გადავიხადოთ და ამის მერე თითქმის ცარიელი ჯიბით მთელი თვე როგორ ვიარსებოთ…

გაზრდილი პენსიებიო, თავს იქებენ და პროდუქტები ისე გაზარდეს ის პენსია მაღაზიაში მხოლოდ ერთი შესვლაა…მაგრამ ძალიან მიკვირს, ასე გაგვწირეს და პროტესტს მაინც ვერ გამოხატავენ…ასე რამ დაგვადუმა, რამ შეგვაშინა, რამ გაგვყინა…ჯერ სად ვართ, თუმცა, არსად არ ვართ, მე არ გავჩუმდები… ვინც სიღარიბეში სულს ღაფავთ, ეტყობა ამ ტრაგიზმით იკვებებით და არც არაფრის შეცვლას აპირებთ!..მე კი არ შევეგუები ძალიან გაცვეთილი სიტყვების მოსმენას "ყველაფერი კარგად იქნება!" - წერს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი