"უფლება არ მქონდა ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის - "ტვ პირველისთვის" - რას ამბობს ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას საქმეზე მომზადებულ დასკვნაზე? - კვირის პალიტრა

"უფლება არ მქონდა ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის - "ტვ პირველისთვის" - რას ამბობს ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას საქმეზე მომზადებულ დასკვნაზე?

კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მო­ვი­ქე­ცი. ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვის ინ­ტე­რე­სი და მი­ზა­ნი არ მქონ­და, - ამის შე­სა­ხებ „ტვ პირ­ვე­ლის“ მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ­მა ექ­სპერ­ტმა ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც მან ოპე­რა­ტორ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­მა­ზა­დე­ბულ დას­კვნა­ზე ისა­უბ­რა.

რო­გორც გე­ჯა­ძე გან­მარ­ტავს, დას­კვნის პრო­ექ­ტი მის­თვის 30 დე­კემ­ბრამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იყო ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ცა დამ­კვე­თის­თვის, კერ­ძოდ, "ტვ პირ­ვე­ლის­თვის".

"30 დე­კემ­ბრამ­დე 1 კვი­რის ინ­ტერ­ვა­ლით შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ და­მი­კავ­შირ­და სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კო­ლე­გა, ვის­თან ერ­თა­დაც გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი. ხელ­მო­უ­წე­რე­ლი დას­კვნის პრო­ექტს გა­ვე­ცა­ნი და შე­ვის­წავ­ლე. ჩავ­რთე და კონ­სულ­ტა­ცია გავ­წიე "ვექ­ტო­რის" ექ­სპერ­ტებ­თან. შე­სა­ბა­მი­სად, 30 დე­კემ­ბერს მო­ვა­წე­რე ხელი ამ დას­კვნას. 3 იან­ვარს სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ექ­სპერ­ტო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მივ­მარ­თე, სა­დაც მო­ვი­თხო­ვე სრუ­ლი ას­ლის გად­მო­ცე­მა. 4 იან­ვარს ავი­ღე ხელ­ზე დას­კვნა.

ამ შემ­თხვე­ვა­ში დამ­კვე­თი იყო სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა, გა­მო­ძი­ე­ბა, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კი სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ექ­სპერ­ტო ცენ­ტრი. მე ვი­ყა­ვი კო­მი­სი­ა­ში მოწ­ვე­უ­ლი და ჩარ­თუ­ლი. დამ­კვე­თი გა­მო­ძი­ე­ბა იყო. სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ გა­მო­ამ­ზე­უ­რებ­და, არ გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფ­ლე­ბა არ მქონ­და რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია მი­მე­ცა ჩემი დამ­კვე­თის­თვის - "ტვ პირ­ვე­ლის­თვის".

მე კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მო­ვი­ქე­ცი. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვის არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი და მი­ზა­ნი არ მქონ­და. მე არც გა­მო­ძი­ე­ბის, არც "ტვ პირ­ვე­ლის", არც სამ­ხა­რა­უ­ლის, არა­მედ ჩემი მო­რა­ლის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბით ვმოქ­მე­დებ­დი”,- აღ­ნიშ­ნავს გე­ჯა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნა მო­ამ­ზა­და. ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნის თა­ნახ­მად, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნით“ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა.