"ამბობდა, მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო... ეს დღეს დადგა!" - მსახიობი  ნიკა ქაცარიძე დაკრძალეს - კვირის პალიტრა

"ამბობდა, მოვა დრო და რუსთაველის თეატრიდან ტაშით გამომასვენებენო... ეს დღეს დადგა!" - მსახიობი  ნიკა ქაცარიძე დაკრძალეს

მსა­ხი­ო­ბი ნიკა ქა­ცა­რი­ძე დღეს დაკ­რძა­ლეს. ის რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან გა­მო­ას­ვე­ნეს და ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ­მა, მე­გობ­რებ­მა, კო­ლე­გებ­მა და ახ­ლობ­ლებ­მა უკა­ნას­კნელ გზა­ზე ტა­შით გა­ა­ცი­ლეს.

თე­ატრთან გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს და ემო­ცი­ურ პოსტს ავ­რცე­ლებს "ფე­ის­ბუქ­ზე" თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე.

"თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ერთ პე­რი­ოდ­ში ვსწავ­ლობ­დით. ორი­ვემ გვი­ან ჩა­ვა­ბა­რეთ. ნიკა პირ­ველ ჯერ­ზე არ მი­ი­ღეს, არ დად­გე­ბა შენ­გან მსა­ხი­ო­ბიო.

კო­მი­სი­ის წევ­რებს მო­უტ­რი­ალ­და , არ დად­გე­ბა კი არა, მოვა დრო და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­დან ტა­შით გა­მო­მას­ვე­ნე­ბე­ნო.ეს დღეს დად­გა!" - წერს მუ­სე­რი­ძე.

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, 43 წლის ნიკა ქა­ცა­რი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვაა. ნიკა ქა­ცა­რი­ძე 2005 წლი­დან დღემ­დე რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო.

თე­ატ­რის სცე­ნა­ზე გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი როლი. მო­ნა­წი­ლე­ობ­და სპექ­ტაკ­ლებ­ში: "შო­ბის მე­თორ­მე­ტე ღამე, ანუ რო­გორც გე­ნე­ბოთ“, "და­რის­პა­ნის გა­სა­ჭი­რი“, "ჯა­რის­კა­ცი, სიყ­ვა­რუ­ლი, დაც­ვის ბიჭი და… პრე­ზი­დენ­ტი“, "სა­ლა­მუ­რა“, "პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი“ და სხვა.