"ჩვენმა დაქირავებულმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ დასკვნა დაგვიმალა... ეს ბადებს ეჭვს, რომ "დასკვნა" შეთხზეს" - რას წერს ვატო წერეთელი ლაშქარავას საქმეზე? - კვირის პალიტრა

"ჩვენმა დაქირავებულმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ დასკვნა დაგვიმალა... ეს ბადებს ეჭვს, რომ "დასკვნა" შეთხზეს" - რას წერს ვატო წერეთელი ლაშქარავას საქმეზე?

"ტვ პირ­ვე­ლის“ დი­რექ­ტო­რი ვატო წე­რე­თე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მათ მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ­მა ექ­სპერ­ტმა ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძემ მათ ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას საქ­მე­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი დას­კვნა და­უ­მა­ლა.

მისი თქმით, ეს ბა­დებს ეჭვს, რომ დას­კვნა შე­თხზეს მას შემ­დეგ, რაც "იუ­ნეს­კომ" ლექ­სო მოკ­ლუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

"ლექ­სოს საქ­მე­ში ექ­სპერ­ტი გე­ჯა­ძე და­ი­ქი­რა­ვა ტვ პირ­ველ­მა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მა ტვ პირ­ველ­თან. ბა­ტო­ნი გე­ჯა­ძე ახლა ამ­ტკი­ცებს რომ 30 დე­კემ­ბერს ლექ­სოს სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზებ­ზე ხელი მო­ა­წე­რა სა­ხელ­მწი­ფო ექ­სპერ­ტი­ზის (სამ­ხა­რა­უ­ლის) სა­ბო­ლოო დას­კვნას, თუმ­ცა ეს დას­კვნა დამ­კვეთს და­უ­მა­ლა!!!

დას­კვნას ხელი მო­ე­წე­რა 30-ში, არ გვი­თხრა არც იმ დღეს არც, 3, 4, 5, 6 იან­ვარს. ამ ფურ­ცლის არ­სე­ბო­ბის ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ გუ­შინ სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ის ვებ გვერ­დი­დან.

ჩვენ­თვის ჩვე­ნი­ვე და­ქი­რა­ვე­ბულ ექ­სპერტს არ უც­ნო­ბე­ბია არც ექ­სპერ­ტი­ზის დას­რუ­ლე­ბის და არც დას­კვნა­ზე ხელ­მო­წე­რის შე­სა­ხებ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბა­დებს გო­ნივ­რულ ეჭვს რომ "დას­კვნა" სას­წრა­ფოდ შე­თხზეს, უკა­ნა თა­რი­ღით, მას შემ­დეგ, რაც იუ­ნეს­კომ ლექ­სო მოკ­ლუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა" - წერს ვატო წე­რე­თე­ლი.

ცნო­ბის­თვის, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ­მა ბი­უ­რომ „ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტო­რის ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­კვნა მო­ამ­ზა­და. ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს დას­კვნის თა­ნახ­მად, ლექ­სო ლაშ­ქა­რა­ვას სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნით“ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა.

ექ­სპერ­ტმა ალექ­სან­დრე გე­ჯა­ძემ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბა დღეს გა­ა­კე­თა. მისი თქმით, დას­კვნის პრო­ექ­ტი მის­თვის 30 დე­კემ­ბრამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე იყო ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ცა დამ­კვე­თის­თვის, კერ­ძოდ, "ტვ პირ­ვე­ლის­თვის".

"ამ შემ­თხვე­ვა­ში დამ­კვე­თი იყო სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა, გა­მო­ძი­ე­ბა, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი კი სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ექ­სპერ­ტო ცენ­ტრი. მე ვი­ყა­ვი კო­მი­სი­ა­ში მოწ­ვე­უ­ლი და ჩარ­თუ­ლი. დამ­კვე­თი გა­მო­ძი­ე­ბა იყო. სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ გა­მო­ამ­ზე­უ­რებ­და, არ გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უფ­ლე­ბა არ მქონ­და რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია მი­მე­ცა ჩემი დამ­კვე­თის­თვის - "ტვ პირ­ვე­ლის­თვის".

მე კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მო­ვი­ქე­ცი. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მალ­ვის არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი და მი­ზა­ნი არ მქონ­და. მე არც გა­მო­ძი­ე­ბის, არც "ტვ პირ­ვე­ლის", არც სამ­ხა­რა­უ­ლის, არა­მედ ჩემი მო­რა­ლის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბით ვმოქ­მე­დებ­დი”,- აღ­ნიშ­ნავს გე­ჯა­ძე. (წყარო)