კვიპროსზე "დელტასა“ და "ომიკრონის“ გაერთიანებული ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც "დელტაკრონი" უწოდეს - კვირის პალიტრა

კვიპროსზე "დელტასა“ და "ომიკრონის“ გაერთიანებული ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც "დელტაკრონი" უწოდეს

კვიპროსში Covid-19 ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც "დელტას" და "ომიკრონს" აერთიანებს. ამის შესახებ კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორი და ბიოტექნოლოგიისა და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ლეონდიოს კოსტრიკისმა განაცხადა.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს შტამი, რომელიც ამ ორის კომბინაციაა“, - თქვა კოსტრიკისმა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

აღმოჩენას "დელტაკრონი" უწოდეს.

კოსტრიკისმა და მისმა გუნდმა 25 მსგავსი შემთხვევა გამოავლინეს.

"ინტერპრესნიუსი"