უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვაშინგტონმა შესაძლოა რუსეთი იმ ქვეყნების ჯგუფში შეიყვანოს, რომლებსაც ექსპორტის კონტროლის ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვთ დაწესებული - კვირის პალიტრა

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვაშინგტონმა შესაძლოა რუსეთი იმ ქვეყნების ჯგუფში შეიყვანოს, რომლებსაც ექსპორტის კონტროლის ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვთ დაწესებული

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვაშინგტონმა შესაძლოა რუსეთი იმ ქვეყნების ჯგუფში შეიყვანოს, რომლებსაც ექსპორტის კონტროლის ყველაზე მკაცრი შეზღუდვები აქვთ დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.

როგორც მედია წერს, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს ვაშინგტონის მხრიდან მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაეკისრება. ამის შესახებ ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ანონიმურობის პირობით, 8 იანვარს, თეთრი სახლის მიერ ორგანიზებულ სატელეფონო ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადეს.

რუსეთის იურიდიული პირების წინააღმდეგ პირდაპირი სანქციების გარდა, სერიოზული შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს აშშ-დან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულ პროდუქტებზე, ასევე უცხოური წარმოების საქონელზე.

ამრიგად, რუსეთი შეიძლება შეერთებულმა შტატებმა შეიყვანოს იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებსაც აქვთ ყველაზე მკაცრი შეზღუდვები ექსპორტის კონტროლზე. ოფიციალური პირების ინფორმაციით, სიაში უკვე შედის კუბა, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია.

”რუსეთთან ნებისმიერი სერიოზული საუბარი ევროპის უსაფრთხოებაზე უნდა მოიცავდეს ამ პრობლემებს”, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

რუსეთი და შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, 10 იანვარს ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ. ნატო-რუსეთის საბჭოს (NRC) შეხვედრა ელჩების დონეზე 12 იანვარს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"