"დიდი ალბათობით, დღეს და ხვალ "ომიკრონის“ შემთვევების რაოდენობა მოიმატებს"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთვევების 10% "ომიკრონის“ შტამია.
გამყრელიძის განცხადებით, დღეს და ხვალ „ომიკრონის“ შემთხვევები მოიმატებს.
“კორონავირუსის "ომიკრონის“ შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები გუშინდელის შემდგე არ შეცვლილა, ისევ 600 შემთხვევაა. დიდი ალბათობით, დღეს და ხვალ "ომიკრონის“ შემთვევების რაოდენობა მოიმატებს, რადგან დღეს რამოდენიმე ასეული საეჭვო შემთვევის კვლევა მიმდინარეობს. დიდი ალბათობით დღეს კორონავირუსის საერთოდ დადასტურებული შემთხვევების 10% არის „ომიკრონი“. 18 წლამდე ასაკის ადამიანებში შემთხვევები იმატებს, ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვითვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბულატორიულ სექტორზე. „ომიკრონის“ 600 დადასტურებული შემთხვევიდან 8 ადამიანი ჰოსპიტალში მოხდა", - განაცხადა "რუსთავი 2"-თან ამირან გამყრელიძემ.
"ინტერპრესნიუსი"