"მე აღმაშენებლისთვის არ შემიდარებია პრეზიდენტი, ის შევადარე აღმაშენებლის ცოდვებს"
მეუფე ნიკოლოზმა ტვ პირველის ეთერში გადაცემა "რეაქციაში" მის განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში სტუმრობის შემდეგ გააკეთა:
"ერთადერთი რაღაც მითხრეს არა მარტო საპატრიარქოში, ჩემმა მრევლმა, ახლობლებმაც, ყველამ მითხრა ერთ რამ, რომ შეხვედი და აზიარე ეს კარგი იყო, მაგრამ რაც შემდეგ თქვი, ის არ იყო კარგი, არ მოგვეწონაო. იცით რა ვინანე, მე აღმაშენებლისთვის არ შემიდარებია პრეზიდენტი, ის შევადარე აღმაშენებლის ცოდვებს. აღმაშენებელზე უფრო დიდი პიროვნება დავასახელე, ის სამი ადამიანი დავასახელე და რატომღაც, ყველას აღმაშენებელი მოხვდა ყურში. დავით წინასწარმეტყველიც დავასახელე, რომელიც ბევრად უფრო დიდია ვიდრე დავით აღმაშენებელი.
ვთქვი, რომ არ ვიცი თანამევდროვე ცხოვრებაში მაგალითი იმისა, რომ პირველმა პირმა, რომელიც ერთპიროვნული მმართველია თავისი ნებით ასეთი ნაბიჯი გადადგას, ვიცი მხოლოდ წარსულში.
ყველამ მისაყვედურა იმის გამო, რომ ჩემი ლაპარაკი იყო აღქმული თითქოს ის შევადარე დავით აღმაშენებელს. მე ვთქვი, რომ ცოდვები ჰქონდა მძიმე ჩადენილი დავით აღმაშენებელსაც, დავით მეფსალმუნესად და დემეტრე თავდადებულსაც და მათ რაღაც ნაბიჯი გადადგეს ისეთი, რომ ჩვენ მათი ცოდვები კი არ დაგვამახსოვრდა, არამედ ამ პიროვნებების სიდიდე", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა ტვ პირველის ეთერში.