ყაზახეთში დღეს გლოვის დღეა - კვირის პალიტრა

ყაზახეთში დღეს გლოვის დღეა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბერიკ უალიმ განაცხადა.

“ტრაგიკული მოვლენების შედეგად გამოწვეულ მსხვერპლთან დაკავშირებით, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გადაწყვიტა, რომ 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადოს,“ - დაწერა პრეზიდენტის პრესსპიკერმა „ფეისბუქში.“

შეგახსენებთ, ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე არეულობის დროს 164 ადამიანი დაიღუპა.